Загрузка...
შარლ ბოდლერი - შხამი / charles baudelaire - shkhami - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - შხამი / charles baudelaire - shkhami


12:21 PM
შარლ ბოდლერი - შხამი / charles baudelaire - shkhami
ბახუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური
სასწაულებრივ დიდებულებით
და ვით აღმართოს ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი
ოქროვან ორთქლში ამოისრული,
თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები.

თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს,
ახანგრძლივებს უსაზღვროებას,
აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას,
და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ
სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას.

ეს ყოველივე ვერ ედრება შენი თვალების,
მწვანე თვალების შხამიან სურას,
ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და თავდაღმა სცურავს...
სად ოცნებები, შენით მთვრალები,
ილტვიან, რათა დაეწაფონ მწარე გუბურას.

ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად
შენი მეტად მსუსხავი ნერწყვის,
ჩემს სულს რომ მარხავს არყოფნაში, უღონოდ სეტყვილს,
ვინც თავბრუსხვევას ვერსად წაუვა
და, ბანცალ-ბანცალ, საიქიოს ნაპირებს ერწყმის!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1170 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, le paris, franguli poezia, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0