Загрузка...
შარლ ბოდლერი - იდეალი / charles baudelaire - ideali - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - იდეალი / charles baudelaire - ideali


12:29 PM
შარლ ბოდლერი - იდეალი / charles baudelaire - ideali
ეს არ მოხდება, რომ ჭრელ-ჭრელმა იარლიყებმა,
უხვად რომ აფრქვევს უბადრუკი ჩვენი დროება,
მროკავ ფეხებმა, მოტკაცუნე ხელის თითებმა
შეძლონ ამ გულის აღვსება და მოჯადოება.

ვუთმობ გავარნის, მიბნედილი ფერების პოეტს,
თავის ჭლექიან მშვენებათა ლუღლუღა ნახირს,
ამ მკრთალ ვარდებში გული ჩემი ვერასდროს პოვებს
ნანატრს,- ჩემს წითელ იდეალად არცერთი არ ღირს.

რაიც წადილად გულის ფსკერზე ოდითგან მედო,
ეს, ლედი მაკბეტ, თქვენი ხართ, სულო ბორტმოქმედო,
ეს - ოცნებაა ესქილესი, ხორშაკში შლილი...

ან შენ, დიადო ღამევ, ქალო მიქელანჯელოს,
ვისაც გჩვევია - მიწოლილმა გულმშვიდად წელო
მკერდი, ტიტანთა ბაგეთათვის ჩამოძერწილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1419 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0