Загрузка...
შარლ ბოდლერი - გასაყიდი მუზა / charles baudelaire - gasakidi muza - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
ოთხშაბათი, 2024-04-24, 3:43 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - გასაყიდი მუზა / charles baudelaire - gasakidi muza


12:30 PM
შარლ ბოდლერი - გასაყიდი მუზა / charles baudelaire - gasakidi muza
ო, მუზავ ჩემო, სასახლეთა ვისაც გწვავს ტრფობა!
როცა ზამთარი ცივ ქარბუქებს გამოაგელვებს-
თოვლიან მწუხრთა კაეშნის ჟამს გამოჩხრეკ ღველფებს,
რომ გალურჯებულ მაგ ტერფების შესძლო გათბობა?

გამოაცოცხლებს მარმარილოდ ნაქცევ შენს ხელებს
დარაბებს წიაღ ღამეულთა სხივთ მოძრაობა?
როცა ჯიბეს და ყელს გაგიშრობს შენ უსახსრობა-
შესძლებ, ესესხო ოქრო-ვერცხლი ტატნობის ველებს?

დღეს შენ გჭირდება-რომ არსობის იშოვო პური-
საყდრის ბიჭივით აქანაო სულ საცეცხლური,
მარცვლო Te Deum, რომლისაც შენი აღარა გჯერა...

ან კუჭცარიელ ჯამბაზივით მალაყი ჭიმო,
თან დამალული ცრემლების წილ ცრუდ გაიღიმო,
ღომ ახარხარო ყველა ჯურის ტლუ და ბენტერა


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1014 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0