Загрузка...
შარლ ბოდლერი - გაბზარული ზარი / charles baudelaire - gabzaruli zari - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - გაბზარული ზარი / charles baudelaire - gabzaruli zari


12:31 PM
შარლ ბოდლერი - გაბზარული ზარი / charles baudelaire - gabzaruli zari
რა მწარეა და მშვენიერი ზამთრის საღამოს
ცეცხლს შეჰყურებდე მოგიზგიზეს, ხარბს და ვნებიანს
და თან უსმენდე მოგონებებს-მკრთალს და საამოს,
ზარების ხმაზე ბინდ-ბუნდიდან როცა ჩნდებიან.
ო, რა კარგია, როცა ზარი ბებრულად მჭახე,
გადამალული შებინდების ლილისფერ ნისლში,
გარემოს ესვრის რელიგიურ იდუმალ ძახილს,
როგორც მოხუცი ჯარისკაცი, რომელიც ფხიზლობს.
და როცა ჩემს სულს-შეჭირვებულს-უზომოდ უნდა
აავსოს უცხო სიმღერებით ჰაერი სუფთა,
უცებ ბურუსში გაკრთებიან ბნელი თვალები,
და ყურში მწვდება იმ დაჭრილის ხმა უნუგეშო,
ველზე რომ დარჩა მკვდართა შორის სისხლის გუბეში
და კვდება მარტო, უსიტყვოდ და ნელი წვალებით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1154 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0