Загрузка...
შარლ ბოდლერი - ალბატროსი / charles baudelaire - albatrosi - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - ალბატროსი / charles baudelaire - albatrosi


12:31 PM
შარლ ბოდლერი - ალბატროსი / charles baudelaire - albatrosi
მეზღვაურები, თავის ამ გზით შემაქცევარნი,
ხშირად იჭერენ ალბატროსებს, ზღვის დიად ფრთოსნებს,
რომლებიც მუდამ-შორ ცურვათა ზანტი მდევარნი-
კვალში უდგანან გემებსა და მათ მკვიდრ ნაოსნებს.

როგორც კი კაცნი მათ დასვამენ ხომალდის ბანზე,
ცის ამ მეფეებს, აწ უშნოებს და შერცხვენილებს,
დაეკიდებათ თეთრი ფრთები საბრალოდ ტანზე
და უგავთ ნიჩბებს, უმოქმედოდ გემზე შთენილებს.

რა საბრალოა გაწუწული ეს მოგზაური!
ან ის ბრწყინვალე მოცურავე სად გაქრა ნეტა?
ხან თუ ნისკარტზე ჩიბუხს ურტყამს მას მეზღვაური,
ხან ვითომ კოჭლობს იმ კუტივით, უწინ რომ ფრენდა.

პოეტი მოჰგავს ამ უფლისწულს ღრუბელთა მხარის,
ის ძმობს ქარიშხალს, ტყვია-ისრის არადჩამგდები,
და როცა ტყვეა მიწისა და გნიას-ხარხარის,
მას სიხარულში ხელს უშლიან ვეება ფრთები.

მთარგმნელი: დავით აკრიანი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2691 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0