Загрузка...
შარლ ბოდლერი - ამაღლება / charles baudelaire - amaghleba - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » შარლ ბოდლერი - ამაღლება / charles baudelaire - amaghleba


12:34 PM
შარლ ბოდლერი - ამაღლება / charles baudelaire - amaghleba
ხეობებს ზევით,გუბურების და ზღვების თავზე,
მიღმა ღრუბელთა,მზეტა მიღმა,მიღმა მღვიმეთა,
სადაც ვარსკვლავი არასოდეს არ ციმციმებდა
და სად თავდება დედამიწის ციური გარსი,
შენ იქ მიიწევ,სულო ჩემო,და როგორც ზღვები
თავდავიწყებით ეზახის და ხიბლავს მენავეს,
მიაპობ სივრცეს უსარულოს და უზენესს
მამაკაცური ნეტარებით,ჟინით და ვნებით.
გაექეც ხრწნას და სნეულებას,ვით ანატემას,
განიწმინდე და გაარღვიე ცათა ჯებირი
და როგორც სითხე,უწმინდესი და ღვთაებრივი,
შესვი ცეცხლივით აღგზნებული სივრცის ნათელი.
იგი,ვინც ტყვეა მწუხარების და გარინდების
და ნისლიანი არსებობის ამძიმებს ტვირთი,
კურთხეულია,ფრთებგაშლილი და ზევით ილტვის,
რომ იქ იხილოს ნათელი და მშვიდი მინდვრები.
კურთხეულია,ვისი ფქრიც ზევით ავიდა,
ვით ტოროლები განთიადზე;და ცის სტუმარი
იქიდან უმზერს მთელ ქვეყანას და იდუმალი
გაიგო ენა საგანთა და ენა ყვავილთა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1384 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0