Загрузка...
პოლ ვერლენი - ძველი დროის სწავლულებს / paul marie verlaine - dzveli drois stscavlulebs - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-03-29, 10:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » პოლ ვერლენი - ძველი დროის სწავლულებს / paul marie verlaine - dzveli drois stscavlulebs


1:03 PM
პოლ ვერლენი - ძველი დროის სწავლულებს / paul marie verlaine - dzveli drois stscavlulebs
ძველი დროის სწავლულებს, თურმე, ასე სჯეროდათ,
და ეს, იდუმალების, არ გამოდის ჩეროდან,
რომ შეეძლოთ, ზეცაში, ბედისწერის დანახვა
და სულების შეცნობა ვარსკვლავების თანახმად.
(არაერთხელ გამხდარა ეს დაცინვის საგანი,
თუმცა, თავად დაცინვას არა აქვს გასაქანი,
რადგან, ხშირად, თვითონვე სასაცილოდ იქცევა.)
მათ კი, რომელთ ნიშნადაც, ცით, სატურნი ირწევა,
ნეკრომანტთა ძვირფასი და ველური ღვთაება,
არასოდეს ელევათ ნაღველი და ვაება.
ამას ამბობს გრძნეულთა უძველესი დავთარი.
სატურნელთა შფოთიან წარმოსახვის ავდარი
ანადგურებს მათივე გონის გამოვლინებას,
და მხურვალე ძარღვებში მათივ სისხლის დინება,
ვულკანიურ სიაფთრით და სამსალის მზაკვრობით
ემუქრება მათ სულებს სამუდამო გაქრობით.
ასეთია მწუხარე სატურნელთა განგება,
დაებედათ მოკვდავთა თეორიის აგება,
სანამ ხელთ არ შერჩებათ სული სხეულს გაცლილი,
მაგიური ლოგიკის კანონებით აცრილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1062 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0