Загрузка...
პოლ ვერლენი - მუსიე პრუდომ / paul marie verlaine - musie prudom - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » პოლ ვერლენი - მუსიე პრუდომ / paul marie verlaine - musie prudom


1:07 PM
პოლ ვერლენი - მუსიე პრუდომ / paul marie verlaine - musie prudom
დარბაისელი - მერია და ოჯახის მამა.
მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.
მშვიდი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს
და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.

მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც ზეცა ართობს,
არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა,
ან მობიბინე მდელოს რა აქვს საერთო მასთან?
მუსიე პრუდომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:

სურს ქალიშვილი მიათხოვოს, ეღირსოს საშველს,
მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოს მუსიე მაშენს.
რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია -

ამ უქნარა და მაწანწალა ხეპრეთა ურდოს
უფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს.
და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1146 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, le paris, franguli poezia, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0