Загрузка...
პოლ ვერლენი - მღვიმეში / paul marie verlaine - mghvimeshi - 28 იანვარს 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » პოლ ვერლენი - მღვიმეში / paul marie verlaine - mghvimeshi


1:07 PM
პოლ ვერლენი - მღვიმეში / paul marie verlaine - mghvimeshi
აქ, თქვენ მუხლებთან მინდა ახლა მოვიკლა თავი,
რადგან ამ ტანჯვის გასრულებას აღარ მოველი
და თვით ძუ ვეფხვი ჰირკანიის დაუნდობელი
თქვენს გვერდით მოჩანს, ვით უმანკო, უმწეო კრავი.

ჰოი, კლიმენავ, მე ტკივილი მარგუნეთ მხოლოდ
და ეს მახვილი გადამტანი უამრავ ომთა,
დამმარცხებელი თვით კიროსთა და სციპიონთა,
დღეს ჩემს სიცოცხლეს და წამებას მოუღებს ბოლოს.
მე რა მინდოდა, იღბლის ზაკვა თუ იყო სწორედ,
ელისეს მინდვრებს რომ ვეწვიე ასე ბედასლი
და სიყვარულმა გულში დამჭრა ისრებით ბასრით,
რომ თვალმა თქვენმა მომანათა საბედისწეროდ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1280 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0