მთავარი » 2015»იანვარი»28 » პოლ ვერლენი - პარიზული ჩანახატი / paul marie verlaine - parizuli chanakhati - croquis parisien
1:11 PM
პოლ ვერლენი - პარიზული ჩანახატი / paul marie verlaine - parizuli chanakhati - croquis parisien
მთვარემ შუქი თუთიის ბლაგვი კუთხით მოჰფინა, სქელი კვამლის სვეტები, მინამგვანი ხუთიანს, სახლებმა, თავწოპინამ, ცისკენ ააფოფინა. ცა კი თალხი იყო და ქარი, სუსხმორეული ფაგოტის ხმით ავობდა. სადღაც, შორს, მიმალული, სნეული და ეული და სიცივით ძლეული კატა გულსაკლავობდა. ხეტიალში დავლანდე ხატი დიდი პლატონის, იქვე – ფიდიასისა, მერე კი სალამინის, მერე კი მარათონის, შემკულები ციმციმით ფარნის ლურჯი გაზისა.
Paul Verlaine Croquis parisien
La lune plaquait ses teintes de zinc Par angles obtus. Des bouts de fumée en forme de cinq Sortaient drus et noirs des hauts toits pointus. Le ciel était gris. La bise pleurait Ainsi qu’un basson. Au loin, un matou frileux et discret Miaulait d’étrange et grêle façon. Moi, j’allais, rêvant du divin Platon Et de Phidias, Et de Salamine et de Marathon, Sous l’œil clignotant des bleus becs de gaz.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..