მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » თეოფილ გოტიე – უკანასკნელი სურვილი / pierre jules theophile gautier - ukanaskneli survili
2:06 PM თეოფილ გოტიე – უკანასკნელი სურვილი / pierre jules theophile gautier - ukanaskneli survili
|
მე თქვენ მიყვარხართ. ეს აღსარება მაქვს თვრამეტი წლის გადანახული! მე ბინდს ვეკუთვნი, თქვენ - ბრწყინვალებას, მე ზამთარი ვარ, თქვენ - გაზაფხული.
ჩემს საფეთქლებზე, ვით სამარეზე, აყვავდა თეთრი იასამანი და ჩრდილი მისი, მალე, თვალებზე დამეფინება, როგორც საბანი.
გაფერმკრთალდება მზე ძვირფას დღეთა, მწუხრის წვიმები დამასველებენ... აჰა, გორაზე, მე უკვე ვხედავ ჩემს უკანასკნელ განსასვენებელს.
მაგრამ, თუ თქვენი ნაზი ამბორი გამაცილებდა სევდით გალეშილს, ბედნიერებას ნაზიარები ჩავაბიჯებდი ცივ სამარეში!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1974 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: parizi, safrangeti, პარიზი, ლექსები, leqsebi, ფრანგი პოეტები, საფრანგეთი, franguli poezia, le paris, ფრანგული პოეზია
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|