Загрузка...
ირმა გურიელი - ხარ სიყვარულის საგალობელი / irma gurieli - khar sikvarulis sagalobeli - 9 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » ირმა გურიელი - ხარ სიყვარულის საგალობელი / irma gurieli - khar sikvarulis sagalobeli


3:44 PM
ირმა გურიელი - ხარ სიყვარულის საგალობელი / irma gurieli - khar sikvarulis sagalobeli


(ოდა თბილისს)
ისევ მწყურია შენი ალერსი,
ნაზი ჩურჩული ხეთა,
სიმღერად თქმული ცისფერი ლექსი,
წყალობა მაღალ ღმერთთა.
ლოცვა ხარ ჩემი, სულის ვედრება,
მწყურია შენით დაღლა,
აღელვებულ ზღვას თუ შეედრება
ეს მონატრება ახლა.
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო,
ვერ გავძელ რომ არ მეთქვა...
ლაჟვარდო ცაო, ბაღო ედემო,
სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა.
ხარ უკვდავება – ნაზი ასული,
ჩუმი თილისმა ფერთა,
შენი აწმყო და შენი წარსული
მზეა ხვალინდელ დღეთა.
როგორც ნექტარი დამათრობელი
და სალოცავი ერთა,
ხარ სიყვარულის საგალობელი,
წყალობა ცისფერ ღმერთთა.
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო,
ვერ გავძელ რომ არ მეთქვა...
ლაჟვარდო ცაო, ბაღო ედემო,
სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1549 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0