Загрузка...
ირმა გურიელი - სასაცილოა ლექსის წერა / irma gurieli - sasaciloa leqsis tscera - 9 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » ირმა გურიელი - სასაცილოა ლექსის წერა / irma gurieli - sasaciloa leqsis tscera


3:45 PM
ირმა გურიელი - სასაცილოა ლექსის წერა / irma gurieli - sasaciloa leqsis tscera


სასაცილოა ლექსის წერა... მიეთ-მოეთი,
როდესაც შენ გყავს, რუსთაველი –მეფე-პოეტი.
შეება წყვდიადს და გააპო სივრცე ვერანი,
უკიდეგანოდ როცა მიჰქრის ტატოს მერანი.
სასაცილოა სურვილიც კი,
გერქვას ფრთოსანი,
როდესაც შენ გყავს, აკაკი და ვაჟა მგოსანი.
ბრძენი ილია, მამა ერის, მთლად სხივოსანი,
წმინდანთა შორის,
სულმნათი და გვირგვინოსანი...
და გოლგოთაა სანატრელი – უფრო იოლი,
ვიდრე ლექსს წერდე,
თვალწინ გედგას გალაკტიონი.
ჩუმად რომ ეშმა გისახლდება, ალბათ გენია,
სულის ტკივილი, ო... რა ძნელი მოსათმენია...
და გიწევს ჯვარცმა,
თუნდაც იყო გენი ბეღურის,
არა და... ნაღდი პოეტები, მაინც მეგულვის...
ლექსებს წერენო... ერთურთს ჰგმობენ...
სხვანი და სხვანი...
მე ლექსს არა ვწერ...
სულს ვარიგებ... ვით ფიროსმანი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1464 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0