Загрузка...
საბა გოდერძიშვილი - პირველი ინსომნია / saba goderdzishvili - pirveli insomnia - 9 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » საბა გოდერძიშვილი - პირველი ინსომნია / saba goderdzishvili - pirveli insomnia


3:49 PM
საბა გოდერძიშვილი - პირველი ინსომნია / saba goderdzishvili - pirveli insomnia


ისე დარაჯობენ პროსპექტს დარაბები,
მგონი არც უბრალოდ სიმპატიები აქვთ.
მე კი მარტო ვარ და მეტი არაფერი,
ყველა წამსვლელთათვის მიპატიებია.

მიიწურა ღამის ერთი მესამედი,
გარეთ წვიმის წვეთებს ქუჩა აუვსია.
მხოლოდ ძილი არის რასაც ვისურვებდი,
მაგრამ სულში მართლაც სრული ქაოსია.

ცაზეც მარტო რჩება მთვარის ნათება და
ახლა ნოემბერის არის კაქექსია.
მაშინ დავისახე ძილი დავალებად,
როცა უძილობა ახდენს ანექსიას.

და რა? დარაჯობენ ქუჩას დარაბები,
აქ არც იესოა და არც ლაო ძია.
მე თავს დავუდგინე ძილი დავალებად,
მაგრამ ქაოსია, სრული ქაოსია...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1376 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0