Загрузка...
ბექა ქებულაძე - პათეტიკა / beqa qebuladze - patetika - 9 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » ბექა ქებულაძე - პათეტიკა / beqa qebuladze - patetika


3:56 PM
ბექა ქებულაძე - პათეტიკა / beqa qebuladze - patetika


მე შენზე რთული ვარ, შენ - ჩემზე მარტივი.
მე ვგავარ აპრილს და შენ ისევ თებერვალს…
მიაგე საშენო თითო სტროფს პატივი,
მიაგე ისე, რომ ავმაღლდეთ ერთხელაც.

მიაგე პატივი მგოსნეულ ამინდებს,
სანამდე ღრუბლები ატირდნენ ელვებად..
ვხედავ და ვწუხდები რომ აღარ დამინდეს,
ღმერთისგან დროებით შექმნილმა ხელებმა.

სანამდე ნაფეხურს გიკოცნის ვიღაცა,
მანამდე შენს ნაწნავს უკვდავად ჩათვლიან;
მინდა, რომ შეგიცნონ ღირსეულ დიაცად,
თუ დროის მარწუხმა ღრუბლებში გვათრია.

ჩაუმქრალ ლამპრებში გამბედავს დუნია,
დაჩეხილ მარცვლებად ფიქრებს რომ დამიმტვრევს..
რომ აღარ შევძულდეთ ქვეყანას სრულიად,
ვეფეროთ სუფთა ცის უღრუბლო ამინდებს.

შენ ჩემზე რთული ხარ, მე - შენზე მარტივი,
ჩვენ ვგავართ აპრილის ატმების ნიაღვარს…
გავუყოთ სამყაროს სითბო და პატივი,
რომელიც ოდესღაც ჩვენს შორის მინახავს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1368 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0