მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » ბექა ქებულაძე - მერცხლები / beqa qebuladze - merckhlebi
3:57 PM ბექა ქებულაძე - მერცხლები / beqa qebuladze - merckhlebi
გამოზაფხული უყვართ მერცხლებსაც, შენ გაზაფხულის გხიბლავს მერცხლები. წუთით ვეწვიე გუშინ მეცხრე ცას. დღეს კი მესამე ცასაც ვერ ვწვდები.
ვზივარ, გნატრობ და მაინც ლექსს გიწერ, რომ არ ამკიდებ ვიცი სხვის ცოდვებს. მე ერთგულება რაკი შეგფიცე, ანგელოზი ხარ, ყველამ იცოდეს.
ალბათ დროც მოვა ვნახავთ გაზაფხულს, თავს იწონებენ ფრენით მერცხლები, ხელით ნაწერ და აზრით დახატულ შენზე მოძღვნილი ლექსით ვერ ვძღები.
ზღვის ფსკერზე ხავსში ღელავს მონეტა, ქვიშა შეწუხდა სანაპიროზე. წუხელ მძინარეს გეამბორე და დღეს სადედოფლო გზა დაგილოცე.
კურთხეულ იყოს ღამენათევი ის ერთგულება რაც მე შეგფიცე, ახლა ფიქრებში ღამეს ვათენებ, ვზივარ, გნატრობ და მაინც ლექსს გიწერ.
წუთით ვეწვიე გუშინ მეცხრე ცას. დღეს კი მესამე ცასაც ვერ ვწვდები. გამოზაფხული უყვართ მერცხლებსაც, შენ გაზაფხულის გხიბლავს მერცხლები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1131 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|