Загрузка...
ბექა ქებულაძე - ეფემერები / beqa qebuladze - efemerebi - 9 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » ბექა ქებულაძე - ეფემერები / beqa qebuladze - efemerebi


3:59 PM
ბექა ქებულაძე - ეფემერები / beqa qebuladze - efemerebi


ატირებულან ეფემერები
და გულის ძარღვებს სტკივათ კვირტები..
შორიდან ისე ვერ გეფერები,
როგორც ახლოდან მიადვილდები.

ცრემლის გარეშე ატირებულან -
თეთრი ნაძვების მწვანე წიწვები.
მე მივუყვები ნაპირს მეფურად,
შენ - სანაპიროს ტალღად ირწევი.

მზის სხივი შენი ემოციაა,
ჩემი სტიქია არის - თავად მზე.
სანამ ჭაღარა შემოზიარდა,
ვილაპარაკოთ მანამ მთავარზე…

მანამ სიტყვებზე ვილაპარაკოთ,
ჯობდა, რომ გვეთქვა ალბათ თავიდან.
ხედავ? მოედო ბინას მალამო -
შენი სიტყვებით, მზიან ამინდად.

შენი ღიმილი ჩემი ტოლია,
ქალობა შენი იქცა კრებულად..
შარშან ოცნებამ შემიყოლია,
წელს კი ოცნებაც ჩაფიქრებულა.

უკვე მარწუხით ფლანგავ ფიასკოს,
ნესტიან ამინდს დაეთხოვები.
მსურს გაზაფხულის წვიმამ მიამბოს
ჩაფიქრებული შენი როლები.

მერე ზაფხულის სიცხე შეგამკობს
(გარეთ პირველ თვის რომ დგას სურნელი)
ცხელი ფრაზებით, რასაც შენ ამბობ
ჭკვიანი შენ ხარ, მე კი - სულელი.

აღმართზე ფანტავს ქარი თებერვალს,
სიმაღლეს უკან ახლავს დაღმართი..
თუ ეს სტროფები თვლაში გებევრა,
არ დაითვალო, ისე დაღამდი.

ისე გათენდი , არც მითხრა რომ ხარ
გაფხიზლებული ყველაზე ადრე.
გადააქციე სასახლე ქოხად,
გზას ბილიკებად შემოეხატე...

არ მითხრა ვინ ხარ, ვისი გვარის ხარ,
ნისლში დამალავს გემოს მიმოზა.
ვიცი სიბნელეს დღისით აისხამ,
ღამეს კი თეთრად შემოიმოსავ.

არ ჩაგეთვლება ჰეგემონიად -
გაცეცხლებული ღმუთუნი ღამის..
შენივე თავი მეფე გგონია,
მეფეებს შორის ნუთუ იყავი ?!

ნუთუ აქ მყავდი, ჩემს სიახლოვეს,
მარჯვნივ, მარცხნივ და გვერდით ჩემსავე..
ყველა მხარეზე მომიახლოვე,
გზები შენს სითბოს შეიკემსავენ.

ვემსახურებით მხოლოდ სიწმინდეს,
მხოლოდ სიწმინდის წმინდა ეშელონს.
მანკიერება რომ მოვიცილეთ,
იქნებ ამგვარად მაინც გვეშველოს.

თუმცა საშველი არ ვიცით რა გვჭირს,
რა გვიჭირს, გვილხინს ან გვიხარია.
დავმსგავსებივართ საქვეყნოდ დასჯილს,
ძალით თუ ნებით… კარგა ხანია,

ახალ სტროფებშიც გეძებ და მაინც
გპოულობ თითო წარმოთქმულ ბგერად.
არაფრის მქონე სიტყვები არის,
თუ სილამაზემ არ შეიფერა.

ატირებულან ეფემერები
და გულის ძარღვებს სტკივათ კვირტები..
შორიდან მაინც მოგეფერები,
და შორიდანვე დაგაკვირდები!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1352 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0