Загрузка...
ბექა ქებულაძე - ამ ბოლო ლექსამდე... / beqa qebuladze - am bolo leqsamde... - 9 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » ბექა ქებულაძე - ამ ბოლო ლექსამდე... / beqa qebuladze - am bolo leqsamde...


4:00 PM
ბექა ქებულაძე - ამ ბოლო ლექსამდე... / beqa qebuladze - am bolo leqsamde...


ქალისთვის შექმნილი ათასი ლექსიდან
თითოში ჩაქსოვილ მძივებად მოსჩანხარ.
იმ ღამით ქვეყანას მშვიდად რომ ეძინა,
სიფხიზლის ეტლიდან გიცქერდი ყოჩაღად.

ვისხედით შორი–შორს, თუმცაღა ახლოდან
ფაქიზად მოსული რითმები გვესმოდა;
ერთ დღესაც ავხედეთ ჩვენ მაღალთაღოვან
ცათამბრჯენ მონასტერს წმინდანთა ეზოდან.

იცი რომ მიყვარხარ, შენი ვარ მოყვასი
და ისიც იცი, რომ შენიდან ვიწყები.
თუ გახსოვს, ერთმანეთს მირონი მოვასხით,
შეგვეხენ მეფეთა ქვები და მიწები.

ყოველგვარ ფიცის და მტკიცების გადაღმა
პირობას გაძლევ, რომ დავრჩები შენს სულთან!
ახალი ხე დავრგოთ, ძველი თუ გადახმა,
სანამდე საათი ბოლოჯერ შესრულდა –

ქალისთვის შექმნილი ათასი ლექსიდან
ქალისთვის ,,არშექმნილ’’ ამ ბოლო ლექსამდე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1222 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0