Загрузка...
ბექა ქებულაძე - გან–მარტება / beqa qebuladze - gan-marteba - 9 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » ბექა ქებულაძე - გან–მარტება / beqa qebuladze - gan-marteba


5:03 PM
ბექა ქებულაძე - გან–მარტება / beqa qebuladze - gan-marteba


მარტივად ამარტებულ განწყობას ვიმარტივებ,
ქარები წრიალებენ ჯიუტი მანერებით.
ესაა მეგობარო ცხოვრების ,,სიმარტივე’’ –
ერთმანეთს ვითვისებთ და არასდროს არ ველევით.

მეგობარს სიკეთისთვის არ ვუხდი ჯამაგირებს,
ეშმაკებს სულს არ ვჩუქნი, ზნეობის დარაჯი ვარ.
მჯერა ეს სიყვარული ასმაგად ამახირებს,
მადლობა ღმერთს შევწიროთ, ქვეყნად რომ გაგვაჩინა.

თუ ნაღდი ერთგულების უნარი გაგაჩნია,
სიმბოლურ მონატრებას მუხლმოყრა არ ჭირდება.
ცხოვრებაც აცელქებულ ბავშვების თამაშია,
ბავშვური სიდინჯე და ბავშვური დაჟინება.

ესაა მეგობარო ცხოვრების სიმარტივე,
ერთმანეთს ვითვისებთ და არასდროს არ ველევით.
ეს მარტიც ამარტებულ განწყობას იმარტივებს,
ქარივით მოწრიალე ჯიუტი მანერებით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1258 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0