მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » იუნა შაფათავა - მოდი, არ გვინდა დღეს სიყვარულზე / iuna shafatava - modi, ar gvinda dghes sikvarulze
10:17 PM იუნა შაფათავა - მოდი, არ გვინდა დღეს სიყვარულზე / iuna shafatava - modi, ar gvinda dghes sikvarulze
მოდი, არ გვინდა დღეს სიყვარულზე დღეს მთვარე ასე მაღლიდან გვიცქერს მოდი, ნუ მეტყვი დღეს სიყვარულზე დღეს მკვდარი გული გიჟივით მიცემს…
დღეს ასე მიყვარს ეს ვარსკვლავები რომ გუშინდელი არ ახსოვთ ყინვა დღეს ვიყოთ მხოლოდ კოცნით მთვრალები და დავივიწყოთ ორივემ, ვინ ვართ
ცის და მიწის სწორს ბნელ ვიწრო ხიდზე დავდგებით შიშველი სულით, მშივრები მოდი, არ გვინდა დღეს სიყვარულზე გენდობი, მომხსენი მარგალიტის მძივები…
მოდი, არ გვინდა დღეს სიყვარულზე, მე არ მჯერა მისი, მე მჯერა შენი დღეს მომილოცე ტრფობის ალერსით და გავეკიდოთ ვნებას ბრმებივით…
მოდი, არ გვინდა დღეს, სიყვარულზე მე დღეს კაბაში დამრჩა სირცხვილი დღეს მე ცამ მშობა, შენ მთვარის მგზავრი ხარ და შევახსენოთ ცას, რომ ვართ მიწის შვილები
დამისკდა ტუჩები შენს მოლოდინში დადგა დრო და დაჩუმდა ზარები… მოდი არ გვინდა დღეს სიყვარულზე, თუნდ გაოცდებიან ცოდვილი ქარებიც…
იუნა შაფათავა 8 იანვარი 2014
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1477 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, SIYVARULI, alersi, gaoceba, leqsebi, sikvaruli, kaba, tuchebi, leqsi, codvili
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|