Загрузка...
ანდრია ფენი - შენ გიყვარს ზღვა / andria feni - shen gikvars zghva - 9 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 9 » ანდრია ფენი - შენ გიყვარს ზღვა / andria feni - shen gikvars zghva


10:20 PM
ანდრია ფენი - შენ გიყვარს ზღვა / andria feni - shen gikvars zghva


შენ გიყვარს ზღვა, ჰო ვიცი გიყვარს…
ჩარჩოში ჩაგისვამდი და გაჩუქებდი…
ვფიქრობ კარგია ჩარჩოში ჩასმული ოდნავ ბლანტი სითხე…
მე შენ ეს უნდა გაჩუქო…
ის რაც მატერიალიზდება მოკვდავია…
უფრო უკვდავი გრძნობის აღმძვრელი მატერიაა…
შენ გაშლი მკვლავებს, სხეულის სითბოს გაუზიარებ სივრცედ ქცეულ წყლის ნაწილაკებს…
სიჩუმედ გაყვები ალერსად ქცეულ, ჩარჩოში მოქცეულ სტიქიას.
ბედნიერი ვარ რომ,რომ… რომ ზღვა შემაყვარე…
შენ კი არა, მას, ჰო, ზღვას სდის შენი სურნელი…
მე დამსდევს სევდა, ვერ გავექეცი ან რად ვექცევი ნეტა მას…
შენ ზღვა დაგრჩება, მე მოგონება…
ახლა ზამთარია უკვე, ზღვაც უფრო ღელავს…
ვიცი გენატრება წყლის ლამუნი…
შენმა თვალებმა ზღვა დაიტია…
მე მხოლოდ ჰორიზონტს ვწვდები, გენებოს ვხედავ…
და, და სულ ეს არის…
რამდენად ვრცელი ხარ…
უკვე ზამთარია…
ზამთარში წასვლა ყველაზე ძნელია, ეს უფრო მკვრივი წყლების მასაა…
მე მიყვარს სითბო მაგრამ ვბერდები…
და ახლა უკვე ზმთარში მიყვარს ის რაც თბილია…
შენ გიყვარს ზღვა, ჰო ვიცი გიყვარს…
ჩარჩოში ჩაგისვამდი და გაჩუქებდი…

ა. ფენი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1333 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, SIYVARULI, alersi, zamtari, leqsebi, sikvaruli, horizonti, leqsi, zgva, zghva | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0