Загрузка...
შოთა აკობია - მოხუცი მსახიობი / shota akobia - mokhuci msakhiobi - 18 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 18 » შოთა აკობია - მოხუცი მსახიობი / shota akobia - mokhuci msakhiobi


10:24 AM
შოთა აკობია - მოხუცი მსახიობი / shota akobia - mokhuci msakhiobi


იგი წარსულზე როცა საუბრობს,
თვალწინ იხსნება წარსულის ფარდა.
სიჭაბუკისას ყველაზე უფრო
თურმე მოხუცის როლი უყვარდა.
სიჭაბუკის და სიბერის ზღვარი
ვის წაუშლია უბრალოდ მისებრ:
მოიშორებდა უეცრად პარიკს
და ახალგაზრდა რჩებოდა ისევ.
როლში კარგავდა ტახტსა და გვირგვინს,
დარბაზის `ვაშა~ რჩებოდა ტახტად...
ათასჯერ მოკლეს სცენაზე იგი
და ამიტომაც უკვდავი გახდა.
ახლა თეატრთან დინჯად ჩაივლის,
შედგება, დიდხანს უმზერს მთაწმინდას...
"ყრმობისას მოხუცს ვეძახდი თბილისს,
მე მოვხუცდი და ეს გაყმაწვილდა."
ხუმრობს: "ეს წესი მქონდა თავიდან:
ტოლს გზას ვუთმობდი კიბეზე, კართან...
ტოლთაგან უკვე ყველა წავიდა
და ჩემი წასვლის დრო არის მართლა."
ჭაბუკთა შორის როდესაც არის,
ბავშვთა ჟრიამულს როდესაც ისმენს,
წუთით ჰგონია, მოიხსნის პარიკს
და ახალგაზრდა გახდება ისევ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1246 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0