Загрузка...
ალეკო ცქიტიშვილი - ადრე მოვიდა შემოდგომა ... / aleko cqvitishvili - adre movida shemodgoma - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ალეკო ცქიტიშვილი - ადრე მოვიდა შემოდგომა ... / aleko cqvitishvili - adre movida shemodgoma


4:25 PM
ალეკო ცქიტიშვილი - ადრე მოვიდა შემოდგომა ... / aleko cqvitishvili - adre movida shemodgoma


ადრე მოვიდა შემოდგომა. გარეთ ქარია,
რომელიც ქალაქს მოეხვია თავსაბურავად.
ამან ძალიან შემაწუხა, როცა ცარიელ
ეზოში ძაღლმა დაიყეფა თავისებურად
და არაფერიც არ მოხდება, თუ ახლა მოგწერ,
რომ არსებითად კარგადა ვარ და თუმცა მინდა
ცოტაოდენი აღელვება, მე მაინც მომწონს
ეს არსებითად კარგად ყოფნა, სისუსტე, ბინდი
თვალებზე, როგორც დაკეტილი ოთახის კარი,
როცა სიჩუმე ისადგურებს და ფიქრი მოდის
საკუთარ თავზე, მოვლენებზე, შენზე. აშკარად
დაუჯერებელ ამბავს მოგწერ: სარკე, კომოდი,
მაგიდა, სკამი მაგიდასთან, ფანჯარა, ფარდა,
ტელევიზორი, მაცივარი (ჩამოთვლას შევწყვეტ) _
ეს ყველაფერი სიმართლეა, ფაქტია, ანდა
ჩვენ არაფერი აღარ გვჯერა და ვეღარც შევძლებთ
საგნების გულში ჩაღრმავებას, გაშიფვრას, განცდას
იმისას, რასაც იფიქრებდნენ ისინი ჩვენზე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1548 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0