Загрузка...
ალეკო ცქიტიშვილი - მისტერ სატერზვეიტის მიმოწერა საკუთარ თავთან / aleko cqvitishvili - mister saterzveitis mimotsera sakutar tavtan - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ალეკო ცქიტიშვილი - მისტერ სატერზვეიტის მიმოწერა საკუთარ თავთან / aleko cqvitishvili - mister saterzveitis mimotsera sakutar tavtan


4:31 PM
ალეკო ცქიტიშვილი - მისტერ სატერზვეიტის მიმოწერა საკუთარ თავთან / aleko cqvitishvili - mister saterzveitis mimotsera sakutar tavtan


დროა მოხუცო (მოგიკითხეს ბუკინისტებმა)
მისტერ S, ჩვენი ლექსებიდან მტვერიღა დარჩეს.
ღამეა. მძიმე ასოების დაგვირისტებით
ვწერ მემუარებს და უაზროდ ვკითხულობ სარჩევს
დღეთა მათ ძველთა გარდასულთა. წუხელ შევიტყვე
ბატონი კინის უეცარი გარდაცვალება.
მადლობა ეშმაკს. გმირი იყო. ვიცი, შენ იტყვი,
ვწუხვარო, მაგრამ სამომავლოდ დაგევალება
ძველთა მათ შენთა ზმანებათა შორის მოძებნო
ის ვაჟბატონი. აპირებდი ცოლის შერთვასაც.
რად არ მომწერე, საკუთარი ლანდი რომ სცემე?
ადოლფმა მითხრა, დაბერდაო კვლავ და ამ თვესაც
თუ გადაიტანს, წავიდეთო ეკლესიაში,
წარმოიდგინე _ სულის შენის, მისტერ, საოხად.
ვიცი, თანა გაქვს დაღუპულთა მოკლე სია შენ,
მარქვი, მას შემდეგ ქვეყანასა ზედა რა მოხდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1097 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0