Загрузка...
ალეკო ცქიტიშვილი - ზაირა რეანიმაციაში / aleko cqvitishvili - zaira reanimaciashi - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ალეკო ცქიტიშვილი - ზაირა რეანიმაციაში / aleko cqvitishvili - zaira reanimaciashi


4:35 PM
ალეკო ცქიტიშვილი - ზაირა რეანიმაციაში / aleko cqvitishvili - zaira reanimaciashi


დგას მაგიდაზე წვნიანით ქვაბი,
კედლები სტკივა მოწყენილ ოთახს
და ფარდებიდან შემოდის გვამი,
რომელიც შენი სიზმრებით შფოთავს
და ლურჯი არის მისი ტუჩები,
როგორც ცა, როგორც ფიქრები ომზე,
რომელიც შენში დარჩა უჩუმრად
და აღარ მორჩა.
პატარა კოვზი
დევს მაგიდაზე და
მაწვნის ქილა.
მოწყენილია ოთახი, როგორც
მიცვალებულის ოჯახში დილა.
ალბათ ეს არის ბედით თამაშიც,
უფრო უარეს დღეების გამო,
დარჩენილია კვამლი შენს თმაში
და ყელში _ ძველი ჭრილობის გემო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1086 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0