Загрузка...
ალეკო ცქიტიშვილი - ერთი მიმავალი კაცის ისტორია / aleko cqvitishvili - erti mimavali kacis istoria - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ალეკო ცქიტიშვილი - ერთი მიმავალი კაცის ისტორია / aleko cqvitishvili - erti mimavali kacis istoria


4:36 PM
ალეკო ცქიტიშვილი - ერთი მიმავალი კაცის ისტორია / aleko cqvitishvili - erti mimavali kacis istoria


ამ კორპუსებსაც აქვს სუნი
ამდენი ადამიანის მარტოობის,
ამდენი თვლემის,
ღამის პეპლები რომ მინებს ეხლებიან
და ნაბიჯების ხმა ისმის ქუჩიდან
იმ ერთი მიმავალი კაცის სიჩუმეში.

ამ სიჩუმეს აქვს მანძილი,
რომელიც ტოლია მთების,
მთებზე გადავლილი მწყემსების სტვენის
და ქარის, ფოთოლცვენითურთ,
შენამდე ახლა სიმღერით რომ გამოემართა.

და მხოლოდ შორიდან შემიძლია გავიფიქრო,
როგორ დააწყვე ხელები მაგიდაზე,
როგორ გაშრი
და გაიფიქრე, რა შეიძლება მოხდეს
ზეემკაზე ღამით
ამ პეპლების გარემოცვაში,
ამ ნარნარ ძილში,
თუკი მე ვარ ის ერთი
მიმავალი კაცი...

რა შეიძლება მოხდეს?!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1205 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0