Загрузка...
ალეკო ცქიტიშვილი - ეპიტათია წყალზე / aleko cqvitishvili - epitatia tskalze - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ალეკო ცქიტიშვილი - ეპიტათია წყალზე / aleko cqvitishvili - epitatia tskalze


4:37 PM
ალეკო ცქიტიშვილი - ეპიტათია წყალზე / aleko cqvitishvili - epitatia tskalze


რას აირეკლავს ჩემი მზერა
წყალში, ჩემი გახელილი თვალების სივრცე
რას უერთდება, როცა წყალმცენარეები
ირხევიან და არ შრიალებენ
წყალში, სადაც არ არის გზა
და არ რჩება კვალი სულიერთა მოძრაობისა.

მე წამოვედი იმ ქვეყნიდან,
სადაც ეკლესიებს აგებენ ქურდები
და ჩინოვნიკები, სადაც
ლოცვა არ იწევს ცისკენ.

წყალი ახლა სახლია ჩემი –
კარს თვითონ აღებს და
საკუთარი თავიდან გადის,
ხოლო, როცა ბრუნდება უკან,
აქ, წარმოსახვით მაგიდაზე
მთვლემარე თევზებს ჩემი ფიქრის
ნამცეცებს უყრის.

ყველანაირად გამსუბუქდა ჩემი სხეული,
მაგრამ რა ვუყო ცოდვას, რომელიც
წყლის ზედაპირზე ამოსვლას მიშლის,
რა ვუყო ცუდად დაფარულ წარსულს,
ტანზე დუმფარად რომ ამომივა
და გამოჩნდება?...

ან რა იქნება დამალული?...
მე გევედრები,
ვიდრე საკუთარ ძვლებს დავინახავ,
ღმერთო, ეს მატლი შემაყვარე,
ჩემს სხეულში რომ დაბუდდა ახლა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1203 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0