Загрузка...
ალეკო ცქიტიშვილი - აღსარება / aleko cqvitishvili - aghsareba - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ალეკო ცქიტიშვილი - აღსარება / aleko cqvitishvili - aghsareba


4:38 PM
ალეკო ცქიტიშვილი - აღსარება / aleko cqvitishvili - aghsareba


მე ურნა ვარ –
ნაგვის ურნა
წუთისოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე
და ჩემში ყრია
არა მარტო
კარტოფილის ნაფცქვენები,
ბლის კურკები, გამოყენებული
ერთჯერადი შპრიცები და
საპარსები
უნებლიე ჭრილობის სისხლით,
თმებით,
არა მარტო
ნახორხალზე მიმკვდარი თაგვი,
საკუთარი ბიოგრაფიით
უკმაყოფილო პოეტების ხელნაწერები,
საჯარო პირთა ჰალსტუხები
და საერთოდ –
ხარახურა მთელი ქუჩისა,
არამედ

კიდევ:
პაპაჩემის მიერ აფეთქებული
ეკლესიის ნანგრევები,
უმწეობაში გარდაცვლილი მეზობლის
მზერა – შველას რომ მთხოვდა,
მე კი თვალიც არ დავუხუჭე და
ათასი, ათასჯერ მეტი
გულისთქმა თუ გულისწადილი,
რომლითაც მუდამ
მოყვასის ცოლთა რბილ ადგილებს,
სახლ-კარს და ვირებს
უსირცხვილოდ ვეხარბებოდი,
ყმაწვილობისას
ნაწამები ხვლიკები და
ერთმანეთზე მისრესილი ჭიანჭველები
და დაღები ფსიქიკაში,
როცა სამყაროს მხოლოდ ხორცით გრძნობ
და ხორცი, ხორცი –
თვითონ ხორცი,
რომელმაც მერე თანდათანობით
გარემომიცვა.

ახლა კი ვნატრობ:
როდესაც უცებ ღმერთი მოვა
წუთისოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე
და ტროტუარის გასწვრივ ურნებს
თვალით ჩახედავს,
როგორც მენაგვემ,
დაანთოს ჩემში ღვთიური ცეცხლი
და ამნაირად,
მის სადიდებლად,
სამუდამოდ გამასუფთავოს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1062 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0