Загрузка...
ალეკო ცქიტიშვილი - ასე ვმღეროდით / aleko cqvitishvili - ase vmgherodit - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ალეკო ცქიტიშვილი - ასე ვმღეროდით / aleko cqvitishvili - ase vmgherodit


4:39 PM
ალეკო ცქიტიშვილი - ასე ვმღეროდით / aleko cqvitishvili - ase vmgherodit


ლევან სეფისკვერაძეს
------------------------------

იქ თოვდა. ვიხსენებ.
ჩვენ გვქონდა პური, წყალი
და სიცივეში ვიდექით ზურგით
ერთმანეთისკენ. თოვდა.
იქ თოვდა. ცელოფნები
გვეფარა თავზე და გაყინული
ხელებით ვთხოვდით ცას დამშვიდებას.
გაზეთებს ვშლიდით, როგორც ნერვებს
და ვკითხულობდით. საოცარია.
არაფერი ეწერა ჩვენზე.
არაფერი. სულ არაფერი
და ჩვენ ვმღეროდით:
ჩვენო მერიავ,
ჩვენო ოპერის ბაღო,
ჩვენო მთაწმინდის პანთეონო
და მთავრობის სასახლევ.
მერე თითქოს მზე გამოვიდა.
თითქოს გადავრჩით...
ზამთარმა კი თან გაიყოლა
ჩვენი ჭუჭყიანი პალტოები,
ჩვენი სინდისი,
ჩვენი გასარეცხი მოქალაქეობა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1322 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0