Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ხასიათი - სკაბრეზი / nika cherqezishvili - khasiati - skabrezi - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ხასიათი - სკაბრეზი / nika cherqezishvili - khasiati - skabrezi


4:59 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ხასიათი - სკაბრეზი / nika cherqezishvili - khasiati - skabrezi
ახლა დღეები ღამდებიან უფრო მარტივად,
გაუფერულდა დედამიწა და თავს მაბეზრებს,
არც მისთვისაა ჩემი ყოფნა დიდი პატივი,
ბარი-ბარში ვართ და ცხოვრება -
ნაღდი სკაბრეზი -
გვაბიაბრუებს.

სხვა - ყველაფერი ძველებურად არის ურიგოდ,
გამიცვდა პალტო,
სად ვიშოვი ახლა გაბარდინს,
გულამოსკვნილი დაეძებენ ისევ სულიკოს
ქუჩაში ხმები და ამ ხალხის მოთქმა -
ღაღადი -
ნერვებს მიბურავს.

ვწერ ჩვეულებრივ,
არეულად,
მაგრამ მუღამით,
ამ ნაჯღაბნებშიც ბოლთასა ვცემ სტრიქონ და სტრიქონ,
გდია კუთხეში გაჭვარტლული ძველი ბუხარი
და ყველაფერი ისევეა,
შარშან რომ იყო,
ქარია გარეთ.

და სიცივეა,
ტკივილია,
დროა მახინჯი,
ღამემ მინებზე გააწვრილა ცეკვა - გავოტი,
რა ჭკუა ყრია იმაში, რომ ვთქვათ - გავისარჯო,
სანამ სიკვდილი გასასვლელში ფეხებს გაბოტავს -
გავაღო კარი?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1239 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, leksi, leqsi, nika cherkezishvilis leqsebi, nika cherqezishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0