მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - ძმა (გიო ზედვაკელს) / nika cherqezishvili - ciklidan - dzma (gio zedvakels)
5:04 PM ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - ძმა (გიო ზედვაკელს) / nika cherqezishvili - ciklidan - dzma (gio zedvakels)
|
ძმა, დრო დაბერდა და დაეძინა, ღრანჭში ჰუკი უნდა, კროშე. ცაზე ღრუბელია დაძენძილი. ვცხოვრობთ ყბამოქცეულ დროში.
ძმა, ამ დროის დედაც ავატირე, მათიც, ვინც ვერ გაცდა ბაკენს, ჩვენ ჩვენი მოვნიშნეთ ფარვატერი, გვყავს ჩვენი ბეღურები და საკენკს,
სითბოს, სისუფთავეს არ მოვაკლებთ. ძმა, კი იცი, ჩემი ბუდე. ახლაც უფლის სადიდებლად ვაკმევ, დღეები აგვაშოროს ცუდი.
მეტი, სხვა რა გვინდა, გავატაროთ, ვისაც სად უნდა და როგორც. ძმა, წუხელ სიხარულმა ამატირა, შვილი შემეძინა, გოგო.
ჰო, ძმა, მომილოცე, ვმეორდები, გავსამდი, აღარ ვარ კენტად. დღეს ჩემს სამყოფელში გელოდები შენ - შენს ბეღურასთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1260 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, leksi, leqsi, nika cherkezishvilis leqsebi, nika cherqezishvilis poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|