Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (პირველი ლექსი) - ღრუბლები (გარეუბანი) / nika cherqezishvili - ciklidan - ma (meore leqsi) - ghrublebi - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (პირველი ლექსი) - ღრუბლები (გარეუბანი) / nika cherqezishvili - ciklidan - ma (meore leqsi) - ghrublebi


5:10 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (პირველი ლექსი) - ღრუბლები (გარეუბანი) / nika cherqezishvili - ciklidan - ma (meore leqsi) - ghrublebi
ღრუბლები (გარეუბანი)

"საწყალი მამები" - ზვიად რატიანი

თეკლას

ილაპარაკონ, მა, რაც უნდათ, ილაპარაკონ!

დავრჩი ისეთად,
როგორც თავი წარმომედგინა...

ხოლო გარშემო შეიცვალა მთელი ქალაქი...

და არ მადარდებს,
დღეს რომ გული (ისევ) მეტკინა.

მე მანადგურებს ცარიელი (შენი) ოთახი...

მა,
მე შენს გარდა ტკივილისთვის აღარ ვიმეტებ -
არავის!
მათ,
ვინც მოინდომეს (ერთად) - მომნახეს
და სათითაოდ დამიმსხვრიეს ყველა იმედი.

მა,
ახლა - ბოლო წუთებია დეკემბრის, თოვლი -
არა თოვს. ცივა. სხვანაირი ფერი აქვთ ღრუბლებს...
შენ პატარა ხარ, შენთან თეთრი ფიფქები მოვლენ
სიზმარში, როცა დაიძინებ ტკბილად. მე უბრად
ვარ, მა, მა, ამ (დიდ) ცხოვრებასთან, ახირებული
ხასიათი მაქვს - ასეთი ვარ. შენა ხარ ტკიპა,
როცა მეკრობი მკერდზე - მაშინ. გამითბე გული.
მა,
მათ არ ეყოთ ჩემი სისხლი, რაც ამოხვრიპეს
ამ ძარღვებიდან და ვგრძნობ, ვხვდები, ბოლომდე გავლენ...
და გეფერები,
გეფერები - ყველაზე თბილად...
წმინდაო ღმერთო,
ღვთისმშობელო მარიამ,
ავე...
(მე - არაფერი) დამილოცეთ პატარა შვილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1239 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, leksi, leqsi, nika cherkezishvilis leqsebi, nika cherqezishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0