Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მესამე ლექსი) - პატარა ლამპა (დეკემბრის ბოლო) / nika cherqezishvili - ciklidan - (mesame leqsi) - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მესამე ლექსი) - პატარა ლამპა (დეკემბრის ბოლო) / nika cherqezishvili - ciklidan - (mesame leqsi)


5:13 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მესამე ლექსი) - პატარა ლამპა (დეკემბრის ბოლო) / nika cherqezishvili - ciklidan - (mesame leqsi)
ახლა მსოფლიო წაგებული თამაშია,
ხოლო პოეტი - გამოთქმაა ასეთი" - რეზო გეთიაშვილი

"თეკ, შენი ფოტოა სინათლის ნაჭერი,
ყვითელი ქუდით და ყვითელი სვიტერით" - თორნიკე ჭელიძე

"შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი" - ნიკო სამადაშვილი

თეკლას

მა, ახლა (როგორც უმეტესად) მარტო ვარ, ღამე -
ტკივილს უკბილო მოხუცივით (ღრძილებით) ღეჭავს...
და როცა გვერდით ოთახებში სურვილებს ჭამენ
კედლები, უფრო მეპარება იმაში ეჭვი,
რომ ცა (ჩვენს ზემოთ) აღარ არის ღრუბლებით სავსე
და თითქოს ღია ფანჯარასთან ვიღაცა ყვირის...
გათენებამდე (იატაკზე) ვაგდივარ - ასე,
დილით კი - მკვდარი ვარსკვლავებით მევსება პირი.

ეს სიზმარია... ცხადში დღეებს (ვილაპარაკოთ -
ჩუმად) სუნი აქვთ (ილუზია) ქრიზანთემების...
და დედამიწა, ერთი დიდი, რა ვთქვათ - ბარაკი,
მთქნარებით ხვდება მორიგ დილას. დღესაც ევნება
იესო ჯვარზე და ეს ხალხიც ისევ მთელი ხმით
(ვის ახსოვს - ქრისტე) იღრიალებს ბარაბას - ერთხმად!
მე წაგიკითხავ, მა, მეგობრის - "ადოლფ ეიხმანს"
და პოეზიას ემსხვერპლება სიჩუმე. ეჰ, მა,
ისევ ყალბია ეს ხმაური - ქვაფენილების,
მაღიზიანებს ეს ნაწერიც, შევწყვეტ - ახლავე...
მა, ეს ლექსები - (უკანონო) ჩემი შვილები,
წესს ამიგებენ ამაღამაც და დამმარხავენ.

შენ კი, შენ სხვა ხარ, შენ სიცოცხლის სურნელი მოგაქვს,
შენ სინათლე ხარ, სასაცილო, პატარა ლამპა,
მა, მე ამ წუთებს არასოდეს გამოვიზოგავ,
მიდგეს ცხოვრება საშინელი სისწრაფით ხაპოს
ჩემი დღეები, სისხლში მყავხარ, ნერვებში, ჰოდა -
ამ ღრიანცელში - შენ ერთი ხარ, ვინც ჩემში უსტვენ!
და არაუშავს - მე თუ ახლა რაღაცას ვბოდავ,
მოძებნე გიჟი მამაშენი და ჩაეხუტე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1624 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, leksi, leqsi, nika cherkezishvilis leqsebi, nika cherqezishvilis poezia | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0