Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეხუთე ლექსი) - მარცვალი / nika cherqezishvili - ciklidan - (meotkhe leqsi) - marcvali - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეხუთე ლექსი) - მარცვალი / nika cherqezishvili - ciklidan - (meotkhe leqsi) - marcvali


5:17 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეხუთე ლექსი) - მარცვალი / nika cherqezishvili - ciklidan - (meotkhe leqsi) - marcvali
მა, ახლა, როცა ზამთარია, ცივა და ფანჯრის
რაფაზე, როგორც კლავიშებზე - ბეღურა ჩიტი -
დახტის - ხან მარცხნივ, ხან შუაში, ხანდახან მარჯვნივ
და ქმნის ოთახში სიმსუბუქის საოცარ ინტიმს -
თავისი ციცქნა ფეხებით და ხრაშუნობს თოვლი
(ალბათ) და რაღაცნაირია განწყობაც - მშვიდი...
მა, მე მინდოდა (ბავშვობაში) ჩიტების ყოლა,
ვიდექი ხოლმე ფანჯარასთან, რაფაზე ვფშვნიდი
პურის ნამცეცებს და (გავტყდები) კაი ხნის შემდეგ
(გაგეღიმება აქ უთუოდ) - მოფრინდი ერთი,
ხანდახან თურმე პოეტებსაც ეხსნებათ ბედი -
(ზოგჯერ მათთვისაც იყურები ზეციდან, ღმერთო...)...
და ახლა, როცა იმ დროიდან წელია ოცი -
შენ მებობღები მუხლებზე და ამყავხარ ხელში,
ჩემი ბავშვობის საქციელი ყოფილა ლოცვა -
მივხვდი და ისე ჩვეულებრივ - წყალი რომ ხეში
ჩადგება ხოლმე - თებერვალში - დიდება უფალს! -
მა, სულ უბრალოდ დაიწერა ეს ლექსიც, ასე...
როცა კაცი ვარ და ბავშვობა შორია უფრო,
ვიდრე ცა (ჩემი სურვილებით პირამდე სავსე…)…


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1404 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, leksi, leqsi, nika cherkezishvilis leqsebi, nika cherqezishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0