Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი) - მხრები (დარჩენა) თეკლას / nika cherqezishvili - ciklidan - (meotkhe leqsi) - mkhrebi - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი) - მხრები (დარჩენა) თეკლას / nika cherqezishvili - ciklidan - (meotkhe leqsi) - mkhrebi


5:18 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - ციკლიდან - მა (მეექვსე ლექსი) - მხრები (დარჩენა) თეკლას / nika cherqezishvili - ciklidan - (meotkhe leqsi) - mkhrebi
მხრები (დარჩენა)

თეკლას

მა,
იწერება ლექსები ასე,
თითქოს ჭერიდან ღვთის მადლი ჟონავს.
დგას აწმყო, ჩემი ფიქრებით სავსე
შენს მომავალზე. შეგიკრავ ზონარს
ფეხსაცმელზე და აგიყვან ხელში,
მა,
შენ ყოველთვის წვდებოდი ჩემს მხრებს,
ამ მხრებს,
რომლებსაც აწყვია ქეშად
ვალაუვალი დღეები. მტეხენ
სახსრებში,
ძვლებში ის ღამეები,
რომელთაც თვითონ ვტეხდი
და მა, მა,
მიწევს თამაში ბედნიერების,
მაშინ როდესაც ცხოვრება დრამას
სთავაზობს (მხოლოდ) ჩემნაირ კაცებს,
ვინც ნაპირზე არ გამოირიყა.
მე ვინ ვარ, ჯვარზე უფალი აცვეს.
მა,
არ გამოდის,
რომ კარგად ვიყო.
დრო ზედაპირულ ტკივილებს არჩენს,
სიღრმეში მუდამ ცხელია ლავა.
მინდა გჯეროდეს, რომ შენთან დავრჩი,
მაშინ,
როდესაც აქედან წავალ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1453 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, leksi, leqsi, nika cherkezishvilis leqsebi, nika cherqezishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0