Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - შენი ხელი / nika cherqezishvili - sheni kheli - 24 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 24 » ნიკა ჩერქეზიშვილი - შენი ხელი / nika cherqezishvili - sheni kheli


5:38 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - შენი ხელი / nika cherqezishvili - sheni kheli
თორნიკე ჭელიძეს

სისულელეა,
მის ნერვებზე არ ვითამაშოთ,
დგას ბედისწერა და დაკოჟრილ მუშტებს გვიღერებს.
ერთი მსმენელიც რომ არ დარჩეს ამ ბნელ ქალაქში,
ჩვენ ამ სიმღერას
ბოლომდე და მაინც ვიმღერებთ.

ცხოვრებას იტევს,
მთელ ცხოვრებას - ქალი,
რომელიც
გიყვარს და შენი შვილის ნაცვლად
შენს ლექსებს არწევს...
არ არის,
ძმაო,
ეს ეპოქა ჩვენი მომრევი,
სახრჩობელაზე აგვიყვანს თუ ნელ ცეცხლზე დაგვწვავს

სულერთი არის,
სულერთია,
ერთია-მეთქი,
სანამ ვხრიალებთ,
სხვისი სუნთქვის ხმა რომ გავიგოთ.

სხვა არაფერი,
ეს სიტყვები მინდოდა მეთქვა.

ბედისწერამ კი
სხვა თალია ჩამოარიგოს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1181 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, leksi, leqsi, nika cherkezishvilis leqsebi, nika cherqezishvilis poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0