Загрузка...
რობერტ მესხი - ძმა / robert meskhi - dzma - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - ძმა / robert meskhi - dzma


8:31 AM
რობერტ მესხი - ძმა / robert meskhi - dzma
"აფხაზებს აქვთ ერთი ჩვეულება, რაც სხვაგან არ მოიპოვება:
მიცვალებულებს არ მარხავენ, ხეზე ჰკიდებენ..."
/არქანჯელო ლამბერტი/

ჩემი ძმა მოკლეს,
ოთხმოცდათორმეტის ოქტომბერში
მოკლეს გაგრასთან.
მისი ქვეყანა – აფხაზეთი –
გამოხრულ ხეზე ჩამოკიდეს
ვაზის ლერწებით,
ცხენს ჯერ კიდევ არბენინებენ...
არ უყვარდაო!..
თავს ერჩია ცხენიც, მოყვასიც!..
ჩემი ძმა მოკლეს,
ოთხმოცდაცამეტის სექტემბერში
მოკლეს სოხუმთან, –
დიოსკურების იფიცებდა მზეს
და იმიტომ!..
სად კასტორი და პოლიდევკე,
ან თუნდაც ლედა...
შვილს გლოვობს ქართლი
და ქართლის დედა!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1290 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0