Загрузка...
რობერტ მესხი - ჩემი პროფილი / robert meskhi - chemi profili - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - ჩემი პროფილი / robert meskhi - chemi profili


8:35 AM
რობერტ მესხი - ჩემი პროფილი / robert meskhi - chemi profili
მარტოხელა დედების ხვედრი –
აგერ, დედაჩემს, მაგალითად, ყველა ბეჭედი ჩრდილოეთის ქარმა წააძრო.
მერე გამოჩნდა მამაჩემი – მუხლისთავებგადაყვლეფილი,
თვალებით ღრუბლებს მიბჯენილი,
– შვილო, შვილოო, – ძლივს გაბედა, – დაგიბრუნდიო.
(უძღები მამის დაბრუნებაც ყოფილა თურმე...)
მერე სახლებმა დარაბები გამოიხურეს და შუა ზღვაში გადაყარეს გასაღებები.

მე მყვინთავი ვარ,
მზეზე როცა მისკდება კანი,
ვხტები მაღალი ქარაფიდან
და ქარვა ჟონავს...

მეზოზოური პერიოდიც აღარ დასრულდა.
ვერც მიწაზე, ვერც წყალში ვერ ვძლებ,
კაცი და თევზი – ერთ სხეულში გამოკეტილი.

კიდევ ეს შავი დიაფრაგმა – გოგორდწყალბადი!

მე მყვინთავი ვარ,
დედაჩემის ბეჭდებს თუ არა,
გასაღებებს მაინც ვნახავდი!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1096 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0