Загрузка...
რობერტ მესხი - თეთრი ხალათები / robert meskhi - tetri khalatebi - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - თეთრი ხალათები / robert meskhi - tetri khalatebi


9:06 AM
რობერტ მესხი - თეთრი ხალათები / robert meskhi - tetri khalatebi
/თებერვლიანებს/

ამ არენაზეც - (პირობითად)
მავთულხლართები - ეკლიანი - ჩვენ მოვიგონეთ,
რათა შემდეგ თორმეტი ხელით
გადაგვეგრიხა მზეებისკენ
და
თეთრ ხალათებს
შერჩენოდა
მზისფერი სისხლი.
(ის
თვითონ გასხლავს
მსხმოიარეს,
უნაყოფოსაც...)
ჩვენ - გაბზარული თვალებით და
ხელისცეცებით
ვეძებთ ერთმანეთს
ამ არენაზე (პირობითად)
„ქუჩაშიც,
მტვერშიც...“
ჩვენ წაქცეული ბავშვები ვართ,
ასფალტს რომ შევრჩით
მხოლოდ ლექსებით,
ნიჟარებით და ორთქლმავლებით
მკედზე და
მკერდში -
სულ სხვა ცეცხლით,
რომელსაც უნდა დღენიადაგ უბერო სული,
რომელსაც უნდა შეულოცო
წინაპრის მსგავსად:
„არ ჩაქრე, ცეცხლო!
არ ჩაქრე, ცეცხლო!
ნუ იქნები მხდალი და ნავსი..."
ჩვენ - შეშლილებმა - ერთ გულისთქმას ამოგაყოლეთ
ამ არენაზე (პირობითად)
ახლა კი ვდგავართ
თოვლზე სპეტაკი ხალათებით,
როგორც ის იდგა
მდინარეში,
როცა ნათლავდა
თვალგაუხელელ ერს და
მერე
ჯებირს გადაღმა,
სადაც სუყველა ზეთისხილი ერთად გადახმა,
გააკრეს ჯვარზე...
და
ნათელ შუბლზე - გვირგვინი ეკლის...
არ იყო რკინის მავთულხლართი პალესტინაში
მაშინ
და თეთრი ხალათები არ ეცვათ გიჟებს,
იქ გიჟი იყო სულ სხვა კიზი,
სულ სხვა კამიუ
და ისიც ასე ჩურჩულებდა,
წინაპრის მსგავსად:
„არ ჩაქრე, ცეცხლო!
არ ჩაქრე, ცეცხლო!
ნუ იქნები მხდალი და ნავსი..."
ჩვენ - შეშლილებმა - ერთ გულისთქმას ამოგაყოლეთ
ამ არენაზე (პირობითად),
სადაც დარჩენა
სიკვდილია
უთუოდ, მაგრამ
ათმაგად დიდი სიკვდილია
წასვლა,
თან ისე,
ვერ მიხვდე მოსვლის,
ანდა წასვლის
მიზანს და მიზეზს...
(თუმცა,
ეს იმას,
ფილოსოფოსს,
სტრაბონს და ნიცშეს...),
ჩვენ სათქმელს ვამბობთ ხმამაღლა და
ყოველთვის პირში:
დაანთეთ ცეცხლი!
არ გამოგრჩეთ მოფრენა მერცხლის!
მერცხლები ფრენენ (ცნობისათვის)
ღრუბლებთან ახლოს,
დარია როცა,
და როცა წვიმას დააპირებს
მიწასთან,
ქოხთან...
რა მოხდა მერე,
მერე რა მოხდა,
თუ არ გვაქვს ფრთები?!.
თორმეტი ფრთა გვაქვს,
დააკვირდით,
თორმეტი აფრა,
ყველანი აქ ვართ -
ამ არენაზე (პირობითად)
„ქუჩაშიც,
მტვერშიც...“
ჩვენ წაქცეული ბავშვები ვართ,
ასფალტს რომ შევრჩით...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1305 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0