Загрузка...
რობერტ მესხი - დაბნეული ლექსი / robert meskhi - dabneuli leqsi - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - დაბნეული ლექსი / robert meskhi - dabneuli leqsi


9:07 AM
რობერტ მესხი - დაბნეული ლექსი / robert meskhi - dabneuli leqsi
თუ გინდა, ბოლოდან დავიწყოთ:
როგორც გადაფრენა ფოთლების,
ანდა ჩამოფრენა მერცხლების...
ვერ ვძღები
მზით და,
წვიმით და,
ზღვით და
ფანჯრიდან ყურებით...
ლოდინი...
თასები...
სურები...
არც ისე მარტივი შუქურა
მიეყრდნო
ნაპირთან რიკულებს.
მიყურე!..
თუ გინდა დავიწყოთ თავიდან:
შენ თურმე კეთილი მწყემსი ხარ,
მილალავ ფარას და მილულავ
თვალებს
ჩამოტეხილ ბალახზე,
და მერე ჩურჩულით გამანდობ,
რომ ხვალ ეკლიანი გვირგვინით...
მე კი მესიზმრება
კატმანდუ,
დიოსკურია და სინოპი,
მაგრამ რა ხანია ვაბრუნებ
ერთი და იგივე
კინოფირს
თავიდან... დავიწყოთ თუ გინდა,
როცა შოკოლადით მოსვრილი
დამტოვე
ქარიან ქუჩაში,
მერე
მოიჯარა კედლები
სქელ და შეუღწეველ ღრუბლებად,
(იყოს პირიქითაც...)
უფლება
მომეცი ყვირილის ოღონდაც,
როცა დამეკარგე,
ხომ მქონდა?..
თეთრი აბრეშუმის პერანგი,
ისიც ამ ლექსივით დალამბულ
ბადეს მაგონებდა...
სალამბო...
იჯდა ძელსკამზე და წავიდა, -
თუ გინდა დავიწყოთ თავიდან:
მახსოვს დაგრეხილი ბაგირი
შხარა,
მყინვარი და
თეთნულდი...
იწვა თოვლი,
როგორც სასჯელი,
იქვე, ჩამომტვრეულ კბოდეზე,
მაგრამ არ ვფიქრობდი
არაფერს დღემდე,
უფრო სწორად,
როდესაც
ცამდე აშოლტილი ნაძვები,
მთვარის ჩამოგდებას ლამობდნენ.
ვიღაც ჩამძახოდა: ”რა მოგდის?”
მე კი
უსუსური,
მორჩილი,
როგორც დამტვრეული ბალახი,
ახლა თვალები რომ მილულე,
ვგავდი ფერგადასულ ბალდახინს,
მონას - უმოწყალოდ გაროზგილს...
როდის ამოიჭრა ტაროსი,
როცა საკუთარ თავს არ ვგავდი
ფესვებგადახსნილი
კაქტუსი...
რატომ მეგონა, რომ ჩამრგავდი,
თუნდაც გამოფიტულ ქვიშაში?!
მერე მოვუკიდე...
ჰაშიში
მისწვდა თირკმლებსა და ხერხემალს...
ყვავილს ვინ ჩიოდა,
იმ წუთას
ერთი ღილი მაინც მქონოდა
სულის შესაკრავი
შიგნიდან...
მქონდა ფანქარი და
წიგნი და...
კბილით ვაწვალებდი მოლოდინს.
თუ გინდა
დავიწყოთ ბოლოდან:
როგორც გადაფრენა ფოთლების,
ანდა ჩამოფრენა მერცხლების...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1251 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0