Загрузка...
რობერტ მესხი - გამოგვასახლეს / robert meskhi - gamogvasakhles - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - გამოგვასახლეს / robert meskhi - gamogvasakhles


9:07 AM
რობერტ მესხი - გამოგვასახლეს / robert meskhi - gamogvasakhles
ჩვენ გამოგვასახლეს ციდან
(თოვლი არაფერ შუაშია, უბრალოდ დაემთხვა)
დადგნენ გაფუყული პოლიციელები,
გააკეთეს დერეფანი,
და თეთრი ხალიჩის გავლით
ხელკავით ჩამოატარეს
მოხუცებულები,
ინვალიდები,
შვილმოკლული დედები,
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი,
სტუდენტები,
ახალდაქორწინებულები...
ფოტოალბომები,
სარეცხის მანქანები,
ბაზრობაზე ნაყიდი მეორადი ავეჯი...
და ოპერატორები გვიღებდნენ ვიდეოს...
და ერთადერთი მწვანე,
რომელიც ამ სიუჟეტში შემთხვევით გაერია,
იყო მინის სათამაშოებით მორთული ნაძვისხე...
- დარეკეთ მის პატრონთან? – კითხულობდა ერთი,
სხვაზე გაფიქრება რომ შეძლო...
– დავრეკეთ უკვე! – პასუხობდა მეორე...
– რაო მერე?..
– გზაში ვარო, გზაში, გზაში, გზაში...
ჩვენ გამოგვასახლეს ციდან,
საკუთარი თავებიდან გამოგვრეკეს გუშინ
და იარეთო გვითხრეს,
ასე:
პირდაპირ,
ირიბად,
მარჯვნივ,
მარცხნივ...
წრეზე,
კვადრატზე,
კუბზე...
და ლოკეთო მარილი –
საკუთარი თვალები,
თოვლში ჩარჩენილი აქა–იქ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0