Загрузка...
რობერტ მესხი - ამულეტი / robert meskhi - amuleti - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - ამულეტი / robert meskhi - amuleti


9:09 AM
რობერტ მესხი - ამულეტი / robert meskhi - amuleti
/დედას/

დედი,
საბანი დამახვედრე,
ფოთლებიანი,
აპრილში ცივა
ღამ-ღამობით,
აბაშის პირას,
სადაც წისქვილი
ფქვავს
და აფრთხობს
უბელო ცხენებს.
დედი,
წამალი ჩამინაყე,
შუბლი მაქვს ცხელი...
ვღელავ,
ვბორგავ,
ვდარდობ ისევე,
როგორც მაშინ,
რკინის საწოლთან,
როცა მომქონდა
ხმელი პური,
ქილა მაწონი,
და ღიმილი -
ბუტაფორია -
ფარავდა ჩემში
შიშს და
ცივი ზამთრის
მოლოდინს...
დედი,
ბოლომდე გაუძელი,
ხედავ, ფანჯრიდან
შემოდის მზე და
მიუსაფარ
ჩრდილებს ამშვიდებს,
აყუჩებს ონკანს...
წუხელ სამება დამესიზმრა
და დედამოკა,
ქვიშის მოედანს
დაჰყურებდა
ცრუ ეშაფოტი,
დედი,
სარკეში ვხედავ სიკვდილს,
მოდის და მიდის,
მიდის და მოდის,
მას მისი სევდა მიაქვს,
დედი,
ჩვენ - ჩვენი ლოდი,
გლუვი და მძიმე...
დედი,
საბანი დამახვედრე,
აპრილში ცივა,
აპრილში ქვები
ძველ წისქვილთან
ბაძავენ თევზებს,
იძრობენ ხავსს
და
შიშველ ტანზე
იყრიან კოპლებს,
დედი,
ერცახუ რომ აალდა,
მე მაშინ მოვკვდი...
მე მაშინ მოვკვდი,
შენ რომ თმები
მოგკვეცეს, დედი,
რომ მოგახვიეს
შიშველ ყელზე
ყვითელი კაშნე,
მერე კი ქარში
ფრიალებდა
დაჭრილი კაბა...
სულ უფრო გგავარ -
გულით,
ნეკნით,
ფრჩხილით,
თვალებით...
წინ მიდევს შენი ამულეტი -
ნიჟარის მძივი...
დედი,
საბანი დამახვედრე,
ჯერ კიდევ ცივა,
ჯერ კიდევ ძალზე ცივა,
დედი,
აბაშის პირას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1062 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0