Загрузка...
რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს... / robert meskhi - amogvikitkhes... - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს... / robert meskhi - amogvikitkhes...


9:09 AM
რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს... / robert meskhi - amogvikitkhes...
ამოგვიკითხეს ლინგვისტებმა
ვაი-ვაგლახით.
შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი,
თან შედგენილი,
მე _ ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე...
ჯერ იყო ასე:
ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა,
წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს,
ქიმიკატებით ამოგვივსეს
მშრალი ვენები.
მერე?
მერე უკვე როგორც გითხარი,
შენ აღმოჩნდი შემასმენელი _
კარგად მეყოლე,
დავიღალე
ან მებრალები...
მე _ ქვემდებარე, _
კარაველა
ან მანდოლინა...
კიდევ იპოვეს ერთი წევრი მეცნიერებმა -
დ ა მ ა ტ ე ბ ა,
პირდაპირი ანდა ირიბი,
ჩვენ რომ გვიშლიდა ერთად ყოფნას
ზოგჯერ პირდაპირ,
ზოგჯერ _ ირიბად...
აქაც...
მიწაშიც...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1078 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0