Загрузка...
რობერტ მესხი - ეგვიპტე, 2011 / robert meskhi - egvipte, egypt, 2011 - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - ეგვიპტე, 2011 / robert meskhi - egvipte, egypt, 2011


9:11 AM
რობერტ მესხი - ეგვიპტე, 2011 / robert meskhi - egvipte, egypt, 2011
ბორკილებს არა აქვთ წონა.
ყველა მათგანი რეაგირებს მაგნიტზე და ჟღარუნობს,
როცა მივდივართ ქოქოსების სანაპიროზე,
სუეციდან ალექსანდრიისკენ
ან სამხრეთით –
შუა წელისკენ ნილოსის,
რომელსაც ვერაფრით სწვდებიან ცხელ ქვიშაში ფესვგადგმული პირამიდები,
და ყვირიან ასე:
დაგვიბრუნეთ ჩვენი მეფეების კუბოები,
ოქრო და სკიპტრა!..
დაგვიბრუნეთ ტახტი და ოსირისის ბეჭედი...
დაგვიბრუნეთ წყალი!..
ჩვენ დავარწყულებთ ქარს,
ბარხანებში ჩაჩოქილ აქლემებს
და იქ, სადაც წითელი ზღვა მიერთვის ხმელთაშუას
(ყოველთვის მიერთვიან ერთმანეთს ზღვები!..)
ამოვიყვანთ მზეს,
ჯერ კიდევ სისხლიან პირმშოს,
რომელიც იქნება უბორკილო,
და ვრცელი,
და ცხელი
და ავალთ სინაიზე,
საიდანაც მოჩანს ზეცა
და ქაიროს გადახრილი მეჩეთები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1111 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0