Загрузка...
რობერტ მესხი - მტვრით და ნისლებით ... / robert meskhi - mtvrit da nislebit ... - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - მტვრით და ნისლებით ... / robert meskhi - mtvrit da nislebit ...


9:12 AM
რობერტ მესხი - მტვრით და ნისლებით ... / robert meskhi - mtvrit da nislebit ...
მტვრით და ნისლებით,
საფეთქლებზე სისხლის მოწოლით
დამნათის მთვარე _
გამოჭრილი აპლიკაცია.
დიდი ხანია
ჩაინაცრა ჩემი კოცონი,
დავდივარ ახლა,
გიხსენებ და... ტანში მაციებს...
არ ვიცი დღემდე
შევეხიზნო რომელ სალოცავს,
სად დავსვა მძიმე,
ან სად დავსვა მრავალწერტილი...
გავყურებ ზეცას,
თითქოს ვხედავ სიზმარს საოცარს,
მე _ ჩემს თავში და
ამ ქალაქში გამოკეტილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1153 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0