Загрузка...
რობერტ მესხი - მერე კი თურმე ... / robert meskhi - mere ki turme ... - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » რობერტ მესხი - მერე კი თურმე ... / robert meskhi - mere ki turme ...


9:14 AM
რობერტ მესხი - მერე კი თურმე ... / robert meskhi - mere ki turme ...
...მერე კი თურმე
ყველა სახლი პატარავდება,
არც საწოლია საკმარისი,
აღარც საბანი.
(ასე სამფეხა სკამი მახსოვს,
პაპის პაპის ნაქონი სკამი,
ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან - მეორეში,
ნაგვის მანქანას არ ატანდნენ, -
ენანებოდათ!)
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.
ეს არც ქუჩაა,
საღამომდე იდგე, უცქირო,
და მერე თეთრი მზე აიჭრას
თვალში რძესავით.
ეს არც კუბოა,
აწიო და მხარზე შეიდგა.
რა მოხდა მერე,
თუ არ ესმით,
თუ ვერ ხედავენ,
თუ ყნოსვაც არ აქვთ...
"ვთქვათ, ასანთს გაჰკრეს "ცეოორით" სავსე ოთახში..."
(დოს მარილი რომ დააკლდება!)
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში,
გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები,
ბოლომოჭმული თავსაფრები
გაზაფხულებით...
ნუ დაუფრთხობთ ჭიამაიებს
და
დიდი ხნის წინ გამოცლილი სუნამოს შუშა
არ გატყდეს, ფრთხილად!
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.
და არაუშავს,
გამორეცხეთ ღამის ქოთნები -
უხმოდ,
მოთმენით!..
ყველა ქოთნიდან
ბოლო-ბოლო სურო ამოდის
და წვიმის წყალი ჟონავს ხოლმე
სახელურიდან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1122 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, ლექსები პოეზია, robert mesxi, robert meskhi, leqsebi, leksi, რობერტ მესხი, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0