Загрузка...
არჩილ სულაკაური - მხოლოდ ერთხელ... / archil sulakauri - mkholod ertkhel - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » არჩილ სულაკაური - მხოლოდ ერთხელ... / archil sulakauri - mkholod ertkhel


10:00 AM
არჩილ სულაკაური - მხოლოდ ერთხელ... / archil sulakauri - mkholod ertkhel


გიორგი ლეონიძის მონატრება

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!

მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!

ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!

ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1283 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, archil sulakauri, ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, Literatura, leksebi, არჩილ სულაკაური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0