Загрузка...
არჩილ სულაკაური - ელენე ახვლედიანს / archil sulakauri - elene akhvledians - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » არჩილ სულაკაური - ელენე ახვლედიანს / archil sulakauri - elene akhvledians


10:01 AM
არჩილ სულაკაური - ელენე ახვლედიანს / archil sulakauri - elene akhvledians


ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა,
ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის,
რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,
რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.
თოვს, ქალბატონო!
და ჩუმი თოვლი —
ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,
წარმავალობა ამ წუთისოფლის
უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.
იასამნების,
იის,
იელის
თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...
თოვს, ქალბატონო!
რა მშვენიერი
თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!

ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
წვიმიანი საღამო

მთელი დღე წვიმდა...
წვიმს ახლაც ისევ...
დაძენძილია ღრუბლებით ზეცა.
ფიქრებს ძვირფასი წიგნივით ვიძენ,
წიგნივით ვფურცლავ,
წიგნივით ვკეცავ.
მე ჩემი ტვირთი სხვასავით მიმაქვს,
მიმაქვს მძიმე და ყრუ ამინდები,
მოწყენის ტყვიებს მიმიზნებს წვიმა
და სველი ფრთებით სად გავფრინდები?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1068 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, archil sulakauri, ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, Literatura, leksebi, არჩილ სულაკაური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0