Загрузка...
სოსო აბაშიძე - დედას / soso abashidze - dedas - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » სოსო აბაშიძე - დედას / soso abashidze - dedas


10:11 AM
სოსო აბაშიძე - დედას / soso abashidze - dedas


ის დღე დასცილდა
სამოთხის ნაპირს,
დამძიმებული ცრემლების მარშით,
დღე-უმიზეზო
და ატეხილი,
თავნება, როგორც თავნება ბავშვი.
შორს ჩანდა ბალბა,
გზა და ბილიკი,
მე გაოცების მაჩნდა ტვიფარი,
ვაი მას, ვისაც ჩემებრ უყვარხარ,
მაგრამ სიკვდილთან ვერ აგეფარა,
ბედისწერაა მისთვის წუხილი,
როცა მკერდს წყდება ძარღვი მთავარი,
გამაჩინე და უკვე მაშინვე,
გულზე ამომჭრეს შენი სამარე.
მომათრევს ჩემი ცოდვის გორგალი,
და გამკითხავი, როგორც მეწყერი,
მეხსნება ზურგზე სიცოცხლის ტვირთი,
ვმსუბუქდები და ისე გეწევი.
რომ ვნახო შენი ბედის მარხილი,
მარტის ღამესთან ხელაპყრობილი,
მე სიზმარიდან სიზმარში მიმაქვს
ნაღვლიან სახის ნაზი პროფილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1077 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, soso abashidze, leqsebi, სოსო აბაშიძე, leksi, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0