Загрузка...
სოსო აბაშიძე - შენ ხარ მამული / soso abashidze - shen khar mamuli - 25 ივნისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » სოსო აბაშიძე - შენ ხარ მამული / soso abashidze - shen khar mamuli


10:13 AM
სოსო აბაშიძე - შენ ხარ მამული / soso abashidze - shen khar mamuli


შენ ხარ მამული
და სამრეკლოდან
შენი ზარები რეკს გამეტებით.
რა იცის მტერმა, _
ვერ გაითლება
კუბო, რომელშიც შენ ჩაეტევი,
გროში ფასია ახლა ნუგეში,
ახლაც მირკანი აპრილს მოდენის,
ისევ გაგწირეს და კვლავ უხეში
ხელით დაგკიდეს სისხლის ორდენი,
ზღვას წალეკს,
რაც შენ შხამი დასცალე,
პატიოსან მკვდრით და ცოცხალ ცხედრით,
არ მოგატყუონ, შენ გენაცვალე,
არ დაგლევია ღამის მხედარი,
გმადლობთ, რომ ზავთობს
ამაყი გენი,
ნერგი მთელი და ფესვი კეთილი,
არ წაიქცევა სიფხიზლე შენი...
და გუშინდელი დღის გაკვეთილი.
ვერ დავითვალე შენი მევალე,
დანა ყუამდე არის დასული,
სანამ სიმართლე არის მხევალი
და მოთმინება ძელზე გასული.
მტრების ჯინაზე (გაუსკდეთ გული),
იწვის თბილისი ვარდის ხანძარით,
შეგინებულიც და შერისხულიც
ისე ნაღდი ხარ, ისე მართალი.
შენ ხარ მამული
და სამრეკლოდან
შენი ზარები რეკს გამეტებით.
რა იცის მტერმა, _
ვერ გაითლება
კუბო, რომელშიც შენ ჩაეტევი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1057 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, პოეზია, ლექსები, soso abashidze, leqsebi, სოსო აბაშიძე, leksi, leqsi, leksebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0